ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა –

ევროპელი ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში გამოაცხადებენ. სანამ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუფორმებს, თბილისში დისკუსიის საგანი ისევ ის არის, თუ ვინ შეუერთდება 9 დათქმის შესრულების პროცესს.
ოპოზიციის ნაწილი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის წინაპირობად, მათი ინიციატივების განხილვას ასახელებს. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადები და პასუხისმგებელი უწყებებიც. 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს მმართველ გუნდს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რეკომენდაციების შესასრულოებლად სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი ვისაც ექნება, კარი ყველასთვის ღიაა.
“რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოწვეულია, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პროცესში. ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რისკები არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას და რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომლებიც ხელს შეუშლიან რეკომენდაციების შესრულებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე წარმატებით შეძლოს ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის შესრულების დროს მოხდა,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე