– ბევრი დრო არ გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ომში

ბევრი დრო არ გვაქვს. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ამ ომში – ს ომში უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ს ომი თავად თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ამერიკის მიღწევების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ს აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წარუდგენს.
„უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავკარგოთ მომდევნო რამდენიმე თვე ომში, რათა არ დავკარგოთ შემდეგი ათწლეულები. ს აქვს გამარჯვების გეგმა და მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას – პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს – კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს – და ყველა ჩვენს გლობალურ მოკავშირეს. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა – გამარჯვება თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე კომპრომისების გარეშე. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო, რომელშიც ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის მიღწევების აკადემიის ყოველწლიური ჯილდო – The Golden Plate Award-ი მიიღო. ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.