ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდში, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად გახსნა.
მამუკა წოწერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი მომავალი თაობაა, ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში ყველა საბავშვო ბაღის სტანდარტიზაცია მოხდეს, რათა მომავალ თაობას აღმზრდელობითი პროცესის განხორციელების საშუალება საერთაშორისო დონის სივრცეში მიეცეს“- განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მათივე ინფორმაციით, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შამგონის გარდა ახალი საბავშვო ბაღები მიმდინარე წელს რუხში, დარჩელსა და ჭითაწყარში აშენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია