იანვარ-აგვისტოში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.1 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 196.6 მლნ. აშშ დოლარით (4.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 978.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 880.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 416.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი). წინასწარი სტატისტიკა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.