წიტაიშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება – “გრანდამ” აბასკალი გაათავისუფლა

გიორგი წიტაიშვილის “გრანადამ” სეგუნა დივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი გაათავისუფლა.
გუნდმა საწყის 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, რაც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა და კარისკენ მიუთითეს.
აბასკალს სავარაუდოდ, ხოსე როხო მარტინი (იგივე პაჩეტა) ჩაანაცვლებს, ვისაც არაერთ ესპანურ გუნდში უმუშავია და ბოლოს “ვილიარეალს” ედგა სათავეში.