„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ძირკვაძეების, ოქრუაშვილების, უჩხოს, მერჩხეთის, ჭახაურის, სტეფანაშვილების, ლაბაიძეებისა და წინწკალაშვილების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში. ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად