სეგუნდა დივიზიონის მეექვსე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „სარაგოსასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ და flashscore-მ 7.0 ქულით შეაფასეს.
„ლევანტე“ 11 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა და 29 სექტემბერს „ალმერიას“ მიიღებს.
სარაგოსა – ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 სობერონი (16, პენ), 1:1 მორალესი (40), 2:1 ბაჟდარი (85)