პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” სა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, თხილნარისა და ზედა თხილნარის მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე გაეცნო მოსახლეობის ამჟამინდელ საჭიროებებს.
„ხალხის მხარდაჭერა და მათი ნდობა ჩვენი გუნდისადმი მაძლევს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას, რომ დავდგე საქართველოს მომავლის სამსახურში. 26 ოქტომბერი არ არის უბრალო არჩევნები – ამ დღეს ჩვენს არჩევანს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ფასეულობები და ისტორია. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს სწორედ ის, რაც საუკუნეების მანძილზე განამტკიცებდა ჩვენს ქვეყანას – ჩვენი რწმენა, თავისუფლება და სიყვარულით სავსე გულები,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.
დელეგატის თქმით, 26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი დიდი შერიგებისა აფხაზ და ოს ძმებთან.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინდია დიასამიძე- დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – თენგიზ ირემაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის