გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება

აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც ახლა საპატიმრო დაწესებულებაშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პრეზიდენტ ს მიერ მსჯავრდებულ გიორგი შანიძის შეწყალებას.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, პატრიოტს ადამიანებს კი ციხეში სვამს.
„პატრიოტები ციხეში არ უნდა ისხდნენ. ციხეში უნდა ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც პატრიოტებს აპატიმრებენ, თავპირს უმტვრევენ ახალგაზრდებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან, სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. კი, ისინი უნდა ისხდნენ, იმიტომ არის „ხარება“ დღეს სანქცირებული. არავის ეგონოს, რომ ცივილიზებული სამყაროს იმ მექანიზმებს ვინმე თავიდან დაუძვრება, მათ შორის, ვერც და მისი გარემოცვა. ამიტომ ვეუბნები ბიზნესს, დროზე გამოფხიზლდით და გაემიჯნეთ ამ ადამიანს, რადგან საფრთხის წინაშე ისინიც დგანან, ვერავინ დაიძვრენს თავს, ციხეში ვინ უნდა იჯდეს იცი? ვინც , დათო ქაცარავა, გია ჯაფარიძე ცემა. რომელიმე არის პასუხისგებაში მიცემული? დამნაშავეებს ხელს აფარებენ და პატრიოტებს ციხეში სვამენ, ყველა პატრიოტი უნდა იყოს თავისუფალი, ვინც, თავისი სამშობლოსთვის, ევროპული პერსპექტივისთვის და მათ შორის, თქვენთვისაც იბრძვის, რომ ევროკავშირის პასპორტი გქონდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს