რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 101 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 101 დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში, ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ს რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, 18 კრასნოდარის ოლქის, 5 კალუგის, 3 ტვერის, 3 ბელგოროდის ოლქის, 1 სმოლენსკის, 1 კურსკის, 16 აზოვის ზღვის და 1 დროებით ოკუპირებული ს თავზე ჩამოაგდეს.