,,იცით თუ არა რომ, ისრაელის მთავრობის წევრების შვილები ფრონტის წინა ხაზზე არიან?“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
,,იცით თუ არა რომ, ს მთავრობის წევრების შვილები ფრონტის წინა ხაზზე არიან? არაა? ახლავე მოგახსენებთ.. ბენიამინ ნეთანიახუს შვილი ომობს..ისრაელის პრეზიდენტის შვილი ომობს. თავდაცვის მინისტრის ორი შვილი ფრონტის წინა ხაზზეა. ბენი განცის სამი შვილი ასევე ცახალშია და ომობს. სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის შვილი ომშია.ტრანსპორტის მინისტრის უფროსი ქალიშვილი ასევე წინა ხაზზეა. ეკონომიკის მინისტრის ქალიშვილიც იქვეა.ასევე ომობენ რეინტეგრაციის მინისტრის შვილები. ომობს ისრაელის მეცნიერბის სამინისტროს ხელმძღვანელის ბიჭიც.
.სოფლის მეურნეობის მინისტრის ყველა შვილი აგრეთვე ომობს. განათლების მინისტრის ორ შვილთან ერთად. ეროვნული უშიშროების მინისტრის თვრამეტი წლის შვილი სულ ახლახან წავიდა ფრონტის წინა ხაზზე. შრომის მინისტრის ყველა შვილი და მათი მეუღლეები ომობენ. იუსტიციის მინისტრის ორი შვილიც იქაა… (სია გრძელია სხვათაშორის)
ხოო და ახლა მე გეკითხებით თქვენ. ირაკლი ალასანიას შვილი რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წავიდა სამსახუროდ 2012 წელს, მას მერე თუ გაგიგიათ ვინმეს რომ, ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრის შვილს ქვეყნის სადარაჯოზე ემსახუროს?..
გაიგეთ რაშია საქმე?.. გაიგეთ როგორი უნდა იყოს ქვეყანა?..
ვერა ხომ?.. ხოო და მერე აღარ იკითხოთ, გვეშველება თუ არა რამე. არაფერი ჩვენ არ გვეშველება სამწუხაროდ..”

ასევე დაგაინტერესებთ