ვოლოდიმირ ზელენსკი – „გამარჯვების გეგმის“ გრაფიკი გათვლილია პარტნიორების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე – გეგმის ყველა დეტალს ჯო ბაიდენთან განვიხილავ, რადგან, უმეტესწილად, გადაწყვეტილებები მასზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „გამარჯვების გეგმის“ განრიგი, რომელსაც მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს წარადგენს, უკრაინის მოკავშირეების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე იქნება დამოკიდებული.
ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის ყველა დეტალს -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილავს.
„რადგან, უმეტესწილად, გადაწყვეტილებები მასზეა დამოკიდებული, ასევე სხვა მოკავშირეებზე, მაგრამ არის პუნქტები, რომლებიც დამოკიდებულია კონკრეტულად შეერთებული შტატების პოზიტიურ ნებასა და მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი მხარს დაუჭერს ამ გეგმას.
„მთელი გეგმა გათვლილია ჩვენი პარტნიორების მიერ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაზე. გეგმა გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღება უნდა მოხდეს ოქტომბრიდან დეკემბრამდე და არ გადაიდო ეს პროცესები. ჩვენ ნამდვილად გვსურს ეს. მაშინ, ჩვენ გვჯერა, რომ გეგმა იმუშავებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი განმარტებით, საუბარია „გამარჯვების გეგმის“ მხარდაჭერის დაწყების გრაფიკზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს