კვარაცხელია “იუვენტუსის” წინააღმდეგ – როცა თბილისში “მილანის” ვარსკვლავებს ველით – პარასკევს 3 ქართველია…
პარასკევს, 20 სექტემბერს, ქართველი ლეგიონერების სამი შეხვედრაა გამოსარჩევი:
იტალია, სერია “ა”, 20:00 სთ: კალიარი – ემპოლი (გოგლიჩიძე. საზონოვი ტრავმირებულია);
საფრანგეთი, ლიგა 1, 22:45: ნიცა – სტ. ეტიენი (დავითაშვილი);
ესპანეთი, ლა ლიგა 2, 22:30: გრანადა (წიტაიშვილი) – მალაგა.
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში განსაკუთრებული მატჩია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება – ტურინის “ალიანც სთეიდიუმზე” (41 507 მაყურებელი) “იუვენტუსი” “ნაპოლის” უმასპინძლებს – შაბათს, 21 სექტემბერს, 20:00 საათზე (ჩვენი დროით). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე თბილისში “მილანის” ვეტერან ვარსკვლავებს ველით,
რომლებიც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან: კაფუ, ზეედორფი, რივალდო, კაკა…
“ბიანკონერის” სერია “ა”-ს ახალ სეზონში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, ჩემპიონთა ლიგაზე კი დამატებით დროში გაუშვა. ტიაგო მოტამ “იუვეში” ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანა და მშვენიერ გუნდს აყალიბებს. აღსანიშნავია 19 წლის თურქის, კენან ილდიზის პროგრესი.
სატურნირო ცხრილში “ნაპოლი” უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება, მოულოდნელი ლიდერი კი “უდინეზეა”. უახლოეს ტურებში უფრო მეტი გამოიკვეთება.
უკანასკნელი 13 საშინაო მატჩიდან “იუვენტუსმა” ნეაპოლელებს 10 მოუგო, მათ შორის, გასულ სეზონში (1:0). ანტონიო კონტეს იტალიაში კარგი შედეგები აქვს. ის ერთ-ერთია იმ მწვრთნელებიდან, რომელმაც “იუვენტუსს” 100 შეხვედრაში და მეტში გაამარჯვებინა.
ტურინში დაძაბულ შეხვედრას ველით. თუკი “ნაპოლი” კარში დარტყმას ყველაზე მეტჯერ ცდილობს, “იუვენტუსს” ყველაზე ნაკლებად ურტყამენ.
ხვიჩას “იუვენტუსთან” 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს…
ტურინულმა კლუბმა საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” ვერ დაამარცხა და ახლა სასტარტოში ცვლილებები იქნება. ფაჯოლიმ პირველივე წუთებიდან უნდა დაიწყოს, ისევე, როგორც ტურამების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კეპრენმა, რომელმაც გასულ ტურში გუნდში ენერგია შეიტანა და ბურთი უფრო სწრაფად აამოძრავა. გატი, ხვიჩასთან რომ მცირე კონფლიქტი ჰქონდა, ტრავმირებულია და კაპიტან დანილოს დაბრუნებას ველით; ექსნეაპოლელი მილიკი და კონსეისაო არ იქნებიან. აღსანიშნავია, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა 516 წუთში “ნაპოლის” მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა.
ნეაპოლელთა რიგებში ტრავმები არაა, კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტის ამოქმედებას კვლავ მოუთმენლად ელიან. პოლიტანო ან ნერეში ითამაშებს, მაგრამ უფრო საინტერესოა, კონტე ნახევარდაცვაში რას შეცვლის. გასულ შეხვედრაში ანგისა მშვენიერი იყო, მაკტომინეი-გილმორის დუეტს კი თამაში სურს…
“ნაპოლის” უპირატესობა ისაა, ევროტურნირებს არ თამაშობს და დასვენებულია (მომავალ ხუთშაბათს “პალერმოსთან” თასი ელის). ნეაპოლელებმა “იუვეს” ბოლო 9 მატჩიდან 6 მოუგეს, იმდენივე, რამდენიც წინა 22 შეხვედრაში. ხვიჩა კვარაცხელია პრინციპული მეტოქეების, ტურინელთა წინააღმდეგ ყოველთვის კარგად გამოდის, თუმცა უფრო საშინაო შეხვედრებში – ბოლო მატჩში გაუტანა, წინა სეზონში კი მოწინააღმდეგის განადგურებაში (5:1) დიდი წვლილი შეიტანა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა საგოლე ეპიზოდში მიიღო (გოლი და 2 საგოლე პასი).
ფაქტია, სასტარტო ტურის შემდეგ ნეაპოლში იმედიანად არიან განწყობილნი, გუნდმა სამი მატჩი მოიგო და საშუალოდ ამდენიმე გოლი გაიტანა. შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელების მატჩს ბოლოს 7 აპრილს, “მონცასთან” (4:2 გამარჯვება) მოემსახურა.
“ლევანტე” და ქოჩორაშვილი დაწინაურებისთვის შედეგიანად იბრძვიან…
შაბათი, 21 სექტემბერი:
ინგლისი, ჩემპიონშიპი, 15:30 სთ:
ნორვიჩი – უოტფორდი (ჩაკვეტაძე);
ესპანეთი, ლა ლიგა, 20:30:
ვალენსია (მამარდაშვილი) – ჟირონა;
ესპანეთი, ლა ლიგა 2, 22:00:
სარაგოსა – ლევანტე (ქოჩორაშვილი);
კვირა, 22 სექტემბერი:
ავსტრია, ბუნდესლიგა, 16:30 სთ:
შტურმი (კიტეიშვილი) – ვოლფსბერგერი;
საფრანგეთი, ლიგა 1, 22:45:
ლიონი (მიქაუტაძე) – მარსელი.