აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგმება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ს შემოგარენი, “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ