ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა.
პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც. ნინო უშიკიშვილი – პიანისტი , ტომას ტულაჩეკი – ვიოლინო, სარა და ემა ნესლიდალოვა
„ძალზედ ატმოსფერული საღამო იყო. შესრულდა შესანიშნავი, ემოციური, სენტიმენტალური დვორჟაკის სმეტანას ნაწარმოებები. გიორგი შავერზაშვილმა და გიორგი ხაინდრავამ საოცრად შეასრულეს პროგრამა. ესეთი საღამოები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოსა და პირადად ელჩს თანამშრომლობისთვის და ფესტივალის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი ველოდებით მსმენელს დასკვნით კონცერტზე კონსერვატორიაში 20 სექტემბერს“.
ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:
„ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის “ღამის სერენადების” ფარგლებში ჩატარდა უკვე 6 კონცერტი – ბორჯომში ბათუმში და თბილისში. 20 სექტემბერს დასკვნითი კონცერტი გველოდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“
პერტ კუბერნატი, ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
„პირადად ჩემთვის და ჩეხეთის საელჩოსთვის დიდი პატივია ვიყოთ ისეთი შესანიშნავი ღონისძიების მონაწილენი როგორიცაა “ღამის სერენადების” ფესტივალი. ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ვზეიმობთ ჩეხური მუსიკის წელს, რომლის ტრადიცია 1924 წლით თარიღდება, როდესაც პირველად იგი აღინიშნა ბედჟიხ სმეტანას დაბადების ასწლეულთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ მუსიკის ქვეყანა და გვსურს გავუზიაროთ ის ჩვენს მეგობრებს საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება გააღრმავებს ურთიერთობებს ჩეხეთსა და საქართველოს შორის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის დირექტორს ქალბატონ ნინა ცაგარელს, სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს და ყველა მუსიკოსს, ვინც ეს საღამო შესაძლებელი გახადა.“
გიორგი შავერზაშვილი, პიანისტი:
„ფესტივალი „ღამის სერენადები“ რომ განსაკუთრებული ფესტივალია ყველასთვის ცნობილია. წელს ქალბატონი ლიანას გარეშე იმართება და ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან სევდიანია. ჩემი მონაწილეობა წლევანდელ ფესტივალში განისაზღვრა ჩეხური მუსიკის კლასიკოსის სმეტანას 200 წლისთავთან დაკავშირებით და მიეძღვნა ჩეხურ მუსიკას, სხვა ჩეხი კომპოზიტირების ნაწარმოებებიც შევასრულე და მიმაჩნია, რომ ჩეხური მუსიკა საკმაოდ საინტერესოა, არაჩვეულებრივი კომპოზიტორები ჰყავთ. მგონია, რომ ძალზეც კარგი კონცერტი გამოგვივიდა.“
თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, მცირე დარბაზი
18 სექტემბერი, 18:00
ჩეხური მუსიკის საღამო
გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო
გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო
სპეციალური სტუმრები:
ემა ნესნიდალოვა – ვიოლინო. ჩეხეთი
სარა ნესნიდალოვა – ფორტეპიანო, ჩეხეთი
ტომაშ ტულაჩეკი – ვიოლინო, ჩეხეთი
ბედრჟიხ სმეტანა – ნუგეში (ციკლიდან „ზმანებები“) №2
ქათამი (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“, მეორე რვეული)
ფურიანტი (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“ II), თხზ. 21 №1
მეგობრული პეიზაჟი (ციკლიდან „ჩანახატები“), თხზ.5 №3
სკერცო-პოლკა (ციკლიდან „ჩანახატები“), თხზ.5 №1
ანდანტე ფორტეპიანოსთვის მი-ბემოლ მაჟორი
ორი პოლკა – (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“) (1877)
პოლკა ფა მინორი, თხზ. 7 №2
სამშობლოდან, JB.1:118
ანტონინ დვორჟაკი – სლავური ცეკვა №2 მი მინორი, თხზ. 72 №2
ოთხი რომანტიკული პიესა, თხზ.75
სონატინა სოლ მაჟორი, თხზ.100 – IV ნაწილი
იუმორესკები, თხზ.101
ლეო იანაჩეკი – რომანსი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
გიორგი შავერზაშვილი – ჯაზ ხორუმი
„ღამის სერენადების“ შემდეგი ორი კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კი ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართა. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსებმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს.
„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება. ბაროკოს მუსიკის წამყვანი შემსრულებლები მევიოლინე ანდრეს გაბეტა და ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, საქართველოს ვირტუოზებთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.
წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები:
ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და სხვ.