ვლადიმერ ბოჟაძე: გიორგი გახარია, რომელმაც ნიკანორ მელიას გამო უღალატა კანონის უზენაესობის პრინციპს…

„ადამიანი იყო ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ გუნდის მხარდაჭერით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. სამარცხვინო გადადგომის შემდეგ, დაბრუნდა პოლიტიკაში ერთადერთი მიზნით – ებრძოლოს “ქართული ოცნებას”, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც თქვა: “ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება.”
ბოჟაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი “ნაციონალური მოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის სატელიტად გადაიქცა.
„კრიტიკა და ჯანსაღი ოპონირება ნებისმიერი ოპოზიციონერისგან მისაღებია, თუმცა ტყუილი, დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდებები არასდროს იქნება მისაღები. გიორგი გახარია, რომელმაც, ნიკანორ მელიას გამო, უღალატა კანონის უზენაესობის პრინციპს, უღალატა გუნდს და გადადგა, აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ავრცელებს დეზინფორმაციას და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს. ადამიანი იყო ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ, გუნდის მხარდაჭერით, გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. სამარცხვინო გადადგომის შემდეგ, დაბრუნდა პოლიტიკაში ერთადერთი მიზნით – ებრძოლოს ,,ქართული ოცნებას”, ებრძოლოს იმ ხალხს, ვინც მას ენდო და ანდო ასეთი მაღალი თანამდებობები და პასუხისმგებლობა, ებრძოლოს ყველანაირი უღირსი ხერხით და მეთოდით, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი “არ მოსულა”, არც ვინმეს წარსული ავიწყდება ხალხს და აღარც ვინმეს ტყუილი დაპირებების სჯერა. სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი “ნაციონალური მოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის სატელიტად გადაიქცა, გახდა მათი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, თუმცა 2024 წელს ისევე დამარცხდება მათთან ერთად, როგორც ეს 2012 წლის მერე ჩატარებულ ყველა არჩევნებში“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ