ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუზავდა – 0:0.
სტუმართა გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო. აღსანიშნავია, რომ „მეშახტეთა“ ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა მატჩის დებიუტში პენალტი ვერ გამოიყენა.
დღესვე „სპარტამ“ სახლში „ზალცბურგს“ 3:0 მოუგო. გოლით და საგოლე გადაცემით თავი ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოლატუნჯიმ გამოიჩინა.
ბოლონია – შახტარი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: სუდაკოვი (4, შახტარი)
სპარტა – ზალცბურგი 3:0
გოლები: 1:0 კაირინენი (2), 2:0 ოლატუნჯი (42), 3:0 ლიაჩი (58)
სტუმრად “ბოლონიას” ფრედ ეთამაშა” style=”height: 50px; width: 50px;” />ჩემპიონთა ლიგა. I ტური: “ბაიერნმა” 9:2 გაიმარჯვა, “ლივერპულმა” სტუმრად “მილანს” სძლია, “რეალმა” “შტუტგარტს” მოუგო [VIDEO]