საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია.
სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა პროცენტულად ყველაზე დიდია მესტიის რაიონში, სადაც 7,459 სოცდაუცველი ცხოვრობს, ეს მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 81%-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით პროცენტულად ყველაზე ნაკლები სოცდაუცველი ვაკე-საბურთალოს რაიონშია, სადაც 12,525 ადამიანი იღებს შემწეობას, ეს მთლიანად ამ რაიონის მოსახლეობის 5%-ია.