როგორ აფეთქდა პეიჯერები, რის შედეგადაც ჰეზბოლას 8 ტერორისტი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა

17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა.
მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 2 700 დაიჭრა. ჰეზბოლამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მათი, სულ მცირე, რვა მებრძოლი დაიღუპა.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადის თქმით, დაღუპულებს შორის 8 წლის გოგოც არის. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოები “მაქსიმალურ მხადყოფნაში” მოიყვანა, ხოლო მოსახლეობას პეიჯერების გადაყრისკენ მოუწოდა.
ჰეზბოლაში პეიჯერებს მრავალი წელია იყენებენ, რისი მიზანიც ერთმანეთისთვის გაგზავნილი მესიჯების გატეხის გართულებაა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:30 საათზე, პეიჯერებმა მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს ჰეზბოლას ლიდერებისგან მოდიოდა. აფეთქებამდე კი მათ რამდენიმე წამით ხმოვანი სიგნალის გამოცემა დაიწყეს.
ისრაელელ მაღალჩინოსნებს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც აუღიათ და არც უარუყვიათ.
ამერიკელი და სხვა მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა ლიბანში იმპორტირებული ტაივანში დამზადებული პეიჯერების პარტიაში ფეთქებადი ნივთიერება დამალა.
ორი მაღალჩინოსნის თქმით, ფეთქებადი ნივთიერება, რომლის რაოდენობაც 30-50 გრამს არ აღემატებოდა, თითოეული პეიჯერის ბატარეის გვერდით დამალეს. შესაბამისად, პეიჯერები, რომლებიც ჰეზბოლამ ტაივანური კომპანია Gold Apollo-სგან გამოიწერა, ლიბანში ჩაღწევამდე უკვე აფეთქებისთვის იყო გამზადებული.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელმა გამოთვალა, რომ იმ ადამიანების დაზიანების რისკი, რომლებიც ჰეზბოლასთან არ იყვნენ კავშირში, აფეთქების ზომის სიმცირიდან გამომდინარე, დაბალი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, Gold Apollo-სთვის 3 000-ზე მეტი პეიჯერი იყო შეკვეთილი. ჰეზბოლამ აღნიშნული პეიჯერები ლიბანში მის წევრებს დაურიგა, ზოგიერთმა კი სირიასა და ირანში მათ მოკავშირეებამდეც კი მიაღწია.
ერთდროული აფეთქებების დროს, 14 ადამიანი სირიაშიც დაშავდა. ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, დაჭრილებს შორის ლიბანში ირანის ელჩი, მოჯთაბა ამანიც იყო, რომლის პეიჯერის აფეთქების შედეგად, იგი ხელისა და სახის არეში დაიჭრა.
ლიბანის პრემიერმინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ მომხდარი დაგმო და მას “ს დანაშაულებრივი აგრესია” უწოდა, რაც მისი თქმით, “ლიბანის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა”. ისრაელს ბრალი ჰეზბოლამაც დასდო და დაიმუქრა, რომ “ამ აშკარა აგრესიას სასჯელი” მოჰყვება.
ისრაელის არმიამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო პრემიერმინისტრი ს უწყებაში კომენტარის გაკეთების შესახებ მოთხოვნისთვის არ უპასუხიათ.
,,ტაბულა”

ასევე დაგაინტერესებთ