გამოფენა „ეტრუსკების სამყარო“ გრძელდება

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 29 სექტემბერის ჩათვლით მასპინძლობს, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გამოფენა აგრძელებს იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი გამოფენების სერიას.
„საქართველოში პირველად მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, ვიხილოთ ეტრუსკული ხელოვნების მრავალფეროვანი და გამორჩეული ნიმუშები ეტრუსკული კოლექციების მფლობელი იტალიის ორი მთავარი მუზეუმიდან – ფლორენციის არქეოლოგიური მუზეუმიდან და კიუზის ეროვნული ეტრუსკული მუზეუმიდან, ასევე კიანჩიანო-ტერმეს არქეოლოგიის და წყლის მუზეუმიდან. გამოფენა სახელწოდებით „ეტრუსკები“, ეტრუსკული კულტურის განმსაზღვრელი თითქმის ყველა ტიპის არქეოლოგიური მასალის მეშვეობით მნახველს აცნობს ეტრუსკების საინტერესო ყოფას, დაკრძალვის სხვადასხვა წესს, ეტრუსკების რწმენა-წარმოდგენებს და ბერძნული მითოლოგიისადმი, კერძოდ, არგონავტების მითისადმი სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას.
ეტრუსკებმა და კოლხებმა არა მარტო ორი თვითმყოფადი კულტურა შექმნეს, არამედ ლითონის ფენომენის ცოდნით, იქნება ეს მაღალგანვითარებული ოქრომჭედლობა თუ ბრინჯაოს მხატვრული დამუშავება, ელინური კულტურის თავისებურად გააზრებითა და საკუთარ რელიგიურ-რწმენა-წარმოდგენებზე მისი მორგებით, დაგვიტოვეს ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომლის გარეშეც დღეს შეუძლებელია ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფუძვლის – ბერძნულ-რომაული სამყაროს შემეცნება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელმაც მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში ვიხილოთ არაინდოევრუპული წარმომავლობის ორი თვითმყოფადი კულტურა, აგრძელებს 2021 წელს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ორგანიზებული გამოფენის – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ – გამოცდილებას, კოლხური კულტურა ძველი ცივილიზაციების პარალელურად წარმოაჩინოს სხვადასხვა კონტექსტში. ეს გამოფენაც გვეხმარება კოლხური კულტურის ახლებურად გააზრებაში და თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ დაიმკვიდრა მან საკუთარი ადგილი ანტიკურ კულტურაში, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფუძველია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ