ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.
„სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება