პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ

პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება

როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი. წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა – მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს

როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი- მამა და შვილები