ბიზნესმენი, კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი და “ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრების საქმიანობა უხარვეზოა. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა კონფერენციაზე – „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ განაცხადა.
პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში გამოწვევები არ არსებობს.
“ხელისუფლების რა გადაწყვეტილება არ მოგწონთ. მე არ ვიცი, ღრმა პოლიტიკაში ვერ შევალ, მაგრამ მთავრობის წევრები, რომლებსაც ვხვდები მაგათ ქმედებაში მე ვერანაირი ხარვეზი ვერ შევნიშნე. მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ.
ეკონომიკაში ბრწყინვალე მდგომარეობაა, არანაირი გამოწვევა არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკამ შეიძლება ჩამოშალოს. ეკონომიკაში არანაირი გამოწვევა არ არის გარდა პოლიტიკურისა. მზარდია და გავიზრდებით კიდევ. ძალიან დიდ ზრდას პროგნოზირებენ. ჩემი და მთავრობის არ არის GALT & TAGGART-ის პროგნოზია. ბუმი იქნება, თუ პოლიტიკური სტაბილურობა იქნება”, – განაცხადა პაპაშვილმა.