ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა

იუსტიციის საბჭოს მდივანი, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.
პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია – ის უზენაეს სასამართლოში მუშაობას 2025 წლიდან, მას შემდეგ შეძლებს, რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვაკანსიაზე კონკურსი ერთი წლით ადრე გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს