ანალენა ბერბოკი – ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს

ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს. აშკარაა ის, თუ რა არის აქ ხალხის ყველაზე დიდი საზრუნავი: თუ დაეცემა, შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, რომელიც ჩვენ პირველივე დღეს დავგმეთ, ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. ომით გამოწვეული გაურკვევლობა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას კვლავ სერიოზულად აფერხებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ომი გაგრძელდება“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია