უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი როინიშვილი, ინფორმაციას სპეციალური დანაყოფი “თბილისი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როინიშვილი “თბილისის” მეთაურის მოადგილე იყო, ის კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. დანაყოფის ინფორმაციითვე, ამავე ბრძოლაში კიდევ სამი მებრძოლო დაიჭრა.
“ვუსამძიმრებთ ჩვენი ძმის ოჯახს. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!” – წერს სპეციალური დანაყოფი “თბილისი”.
ში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

ლაშა ბაქრაძე – ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს – როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება