,, საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი :
,,სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, -ს მაღალჩინოსნებსა და “ალტინფოს” წარმომადგენლებს, არის ყველაზე მძიმე და განსხვავებული იმ სანქციებისაგან, რაც დღემდე დაუწესებია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მოქალაქეებისადმი. ეს უფრო მძიმეა, ვიდრე ყოფილი გენერალური პროკურორისადმი დაწესებული სანქცია.
სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს დაუწესა, განეკუთვნება პერსონალური სანქციების კატეგორიას. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს, ქონებისა და ანგარიშების ბლოკირებას როგორც ფუზიკური პირის მიმართ, ასევე იმ იურიდიული პირების მიმართაც, რომელებშიაც იგი ფლობს წილებს. ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ მათთან რაიმე სახის საქმიანი კონტაქტების დამყარება. სავაჭრო აკრძალვები ვრცელდება სანქცირებული პირის მონაწილეობით არსებულ იმ კომპანიებზე, რომელშიაც იგი ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.
რაც შეეხება ოთხი პირისადმი გუშინ დაწესებულ სანქციებს: ის დააწესა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანთა სამინისტრომ (ანუ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა). ის არის როგორც ფინანსური და სამართლებლივი, ასევე პოლიტიკური ხასიათის, ვინაიდან დასანქცირებული პირები შეყვანილი არიან გლობალური მაგნიტსკის სიაში.
საქართველოს ბანკები და სხვა საფინანსო დაწესებულებები, რომლებიც ამ პირებს მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება.
რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ამ პირების მიმართ: პირველ რიგში უნდა შეაჩერონ მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები კომერციულმა ბანკებმა. პოლიციის მარალჩინოსნებს ხელფასები ერიცხებათ “ ბანკში”. ეს შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა ამ ბანკისათვის. გასაგებია, რომ უცხოური ვალუტით ოპერაციებს ვერ გაბედავენ ბანკები, მაგრამ ლარით ანგარისწორების განხორციელებაც შეიძლება ამ ბანკებთან დასავლური ბანკების მხრიდან ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
ერთ-ერთი პირი ფლობს დაცვის კომპანიაში 50 პროცენტიან წილს. ბანკებმა მისი ანგარიშებიც უნდა გაყინონ, სანამ არ მოხდება ამ წილის გასხვისება.
სახვა სანქცირებული პირებიც ფლობენ წილებს პირდაპირ თუ დაკავშირებული პირების მეშვეობით ბიზნესებში( “ალტინფო” და სხვა). მათაც ანალოგირი შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.
“ალტინფო”, რომლის დამფუძნებლებიც (აფილირებული პირების მეშვეობით) იმყოფებიან სანქციების ქვეშ, ეწევა საკუთარი გადაცემების ეთერში განთავსებას “მაივიდეოს”, “მაგთი ტივის” და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მისი პროგრამების ტრანსლირება.
საქართველოს ხელისუფლებას მძიმე თავსატეხი გაუჩნდა. სათანადო რეაგირების მოუხდენლობის შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.”

ასევე დაგაინტერესებთ