“ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება…” – “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან სა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “კვარას” თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.
რაც შეეხება მერეტს, ის “ნაპოლის” სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა”, – განაცხადა მანამ.
შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ “ნაპოლი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.