ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ოთხშაბათს, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ აბდელატს შეხვდება და მასთან ეგვიპტე-აშშ-ის ურთიერთობებსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს.
„ენტონი ბლინკენი შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა მძევლის გათავისუფლებას, პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებასა და ფართო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მეათე ვიზიტი იქნება.