ისრაელმა ღაზაში 200 ტერორისტულ ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში მოქმედებას განაგრძობენ და გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ დაახლოებით 200 ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ბეიტ ჰანუნის სკოლაში განთავსებულ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაარტყა საბრძოლო მანქანებს და გაანადგურეს მასზე განთავსებული რაკეტები, ნაღმმტყორცნები და იარაღი.
ს სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ღამით იერიში მიიტანა „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ძალების სადამკვირვებლო პუნქტებსა და ღაზას ნავსადგურში არსებულ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ სამხედრო შენაერთებს ზუსტი საბრძოლო მასალებით დაარტყა.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრის შემდეგ, მინიმუმ 15 523 პალესტინელი, მათ შორის 6 600 ბავშვი, დაიღუპა, 41 316 კი – დაშავდა. ამასთან, სულ მცირე 6800 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო