იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ რუსეთში დარტყმების განხორციელებაზე – გადაწყვეტილება ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ – ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე

გადაწყვეტილება იმის შესახებ, დართონ თუ არა ს ნება, დასავლური შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტები ს ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს, დამოკიდებული იქნება ცალკეულ ქვეყნებზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილებები ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონსულტაციები გავმართოთ, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა LBC-თან ინტერვიუში.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში არ არსებობს ვარიანტი რისკის გარეშე.
„ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე. ევროპაში გვაქვს სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც მოსკოვმა დაიწყო. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები. მაგრამ მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთზე დარტყმების დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან.