ოჯახმცოდნეობა, ზნეობის საფუძვლები, ომის პროპაგანდა – ახალი საგნები რუსულ სკოლებში

ს საშუალო სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებას მორიგი ახალი საგნებით შეხვდნენ. მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გაკვეთილების ცხრილში აღმოაჩინეს ისეთი ახალი დისციპლინები, როგორებიცაა ОДНКНР (ოდნკნრ), ОБЗР (ობზრ) და ოჯახმცოდნეობა თუ მეოჯახეობა (Семьеведение).

როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ საგნებს არაფერი აქვთ საერთო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან. მათი ერთადერთი დანიშნულება ომის პროპაგანდა და პუტინის რეჟიმის მსახურებაა.

რა საგანია ოჯახმცოდნეობა/მეოჯახეობა და რას ნიშნავს ოდნკნრ (ОДНКНР) ან ობზრ (ОБЗР)?

რუსეთის სკოლებში „უცნაური საგნების“ დამატების პროცესი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაჩქარდა. 2022 წლის 1 სექტემბრიდან საშუალო სკოლებში შემოიღეს ახალი საგანი „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ („Разговоры о важном“). სიახლე უკავშირდებოდა ში სრულმასშტაბიან შეჭრასა და მოსწავლეებში ე.წ. პატრიოტული გრძნობების გაღვივებას. ომთან და პუტინის რუსეთის ოფიციალურ იდეოლოგიასთან კავშირშია ახალი საგნებიც, რომელთა სახელები – აბრევიატურა – ასე იშიფრება:

  • ოდნკნრ (ОДНКНР) – რუსეთის ძირძველი ხალხების სულიერი ზნეობის საფუძვლები (Основы духовной нравственности коренных народов России)
  • ობზრ (ОБЗР) – სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები (Основы безопасности и защиты Родины).

2024 წლის 1 სექტემბრიდან ამ საგნების სწავლება რუსეთის ყველა სკოლისთვის სავალდებულოა, განსხვავებით „მეოჯახეობისგან“, რომელიც ჯერჯერობით ფაკულტატიურად (ასარჩევ საგნად) არის შეტანილი სასწავლო პროგრამაში. განათლების სფეროს სპეციალისტების თქმით, ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ახალი საგნის (რუსეთის ძირძველი ხალხების სულიერი ზნეობის საფუძვლები) სახელმძღვანელოები და მზა სამუშაო პროგრამები ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ მასწავლებლებს მოუწევთ თემების ინდივიდუალურად მოფიქრება და დავალებების პრინტერზე ამობეჭდვა. კიდევ უფრო რთული ვითარებაა მეორე ახალ საგანთან (სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები) დაკავშირებით, რადგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკოლის ჩვეულებრივმა მასწავლებელმა თავი გაართვას სამხედრო, საბრძოლო, ტაქტიკური, სახანძრო და სამხედრო-სამედიცინო მომზადების სწავლებას.

„ეს საგანი სკოლის მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ან ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილემ, ან თადარიგის ოფიცერმა. თუმცა ყველა მათგანი ვერ იქნება მასწავლებელი. დიდი ალბათობით, სკოლებში სამშობლოს დაცვის მოდულის სწავლებას ექნება ზედაპირული ხასიათი, თავად მასწავლებლების არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო“, – უთხრა „ნოვაია გაზეტა. ევროპას“ პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა ირინა ვორონცოვამ.

ვრცლად