პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და სამეფო სასახლეს ტოვებს

პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს, მას შემდეგ, რაც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადეაში აღნიშნულია, რომ მეფის ძმა ამიერიდან ენდრიუ მაუნტბატენ უინძორის სახელით იქნება ცნობილი.
სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფემ „დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით“.
ამასთან, ის სასახლეს დატვებს და კერძო საცხოვრებელში, სანდრინგემის მამულში, გადავა.
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ეს „ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. სასახლე ასევე გამოხატავს მხარდაჭერას „ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის“ მსხვერპლთა მიმართ.
შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ის ციხეში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს