ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა “ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა“, – ამის შესახებ ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, იუწყებიან, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას“.
ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ ისაუბრა ს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ. საქართველოს მთავრობა ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებს.
მანამდე ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და განაცხადა, რომ „პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება მთავარი კავკასიონის ქედის გავლით, ს ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს