სიმონიანმა აფხაზ სტუდენტებს ურჩია, ებრძოლონ USAID-ს

“ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც USAID-ია, შეუძლია გავლენა იქონიონ აფხაზეთის განვითარებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე”, – განაცხადა სოხუმში ვიზიტისას, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრის დროს მარგარიტა სიმონიანმა, მედიაჯგუფი “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორმა.
“საკუთარი პოლიტიკისა და ღირებულებების თავსმოხვევას ცდილობენ და პარალიზებას უკეთებენ ქვეყანას ამ ერის კულტურული კოდის შეცვლით და საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას, თქვენს ხელმძღვანელობას ვუსურვებ სიბრძნეს, გაბედულობას და ძალას რომ უკომპრომისოდ ებრძოლოს მათ. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი თქვენთან, სიკეთეს ვერ მოგიტანენ, აი, ბოროტებას კი – ბევრს. ღმერთმა არ ქნას და ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც სრულდება ხოლმე მათი ჩარევა “, – ამბობს სიმონიანი აფხაზ სტუდენტებთან საუბარში.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ აფხაზ სტუნდენტებს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად დაესვათ სიმონიანისთვის კითხვები და მომავალში გაგრძელდება სტუდენტებსა და ცნობილ რუს ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს შორის მსგავსი შეხვედრები.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.
მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა