საქსტატის ინფორმაციით, ფასები ზეთსა და ცხიმზე – 19.4%-ით, ბოსტნეულ-ბაღჩეულზე – 11.7%-ით, ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე – 9.2%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები შემცირდა.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე,
უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა