ბუკა პეტრიაშვილი: ივანიშვილის რეჟიმმა ხაზი გადაუსვა ქართული დიპლომატიის ბრძოლას და რეალურად დაანონსა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ქართული დიპლომატიის გაქრობაც!

“ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაღიარების წარმატებული პოლიტიკაა. წარმოუდგენელი ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ფრონტზე დაგვემარცხებინა. ივანიშვილის რეჟიმმა ხაზი გადაუსვა ქართული დიპლომატიის ბრძოლას და რეალურად დაანონსა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ქართული დიპლომატიის გაქრობაც!
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ დუმილი და უმოქმედობა ამ შემთხვევაში არა უბრალოდ დანაშაული და კონფორმიზმი, არამედ სახელმწიფო ინტერესების ღალატია!
26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ უმძიმეს რეალობას და შევუდგებით პასუხისმგებლიანი, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის გატარებას!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს