„ქართული ოცნების“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.
„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა