ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს

რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა უკრაინის საჰაერო ფარი უფრო ეფექტური გავხადოთ, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ძალები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და საჰაერო თავდაცვის ყველა ქვედანაყოფი“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, წუხელ ს არმიამ Shahed-ის 56 დრონი გაუშვა, მათგან 53 უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
„ჩვენი ცის დამცველები ეფექტურად მუშაობდნენ ბევრ რეგიონში. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს სიზუსტისთვის“, – წერს ზელენსკი.