ბოდიშზე ივანიშვილის განცხადებას ცხინვალში ჯერჯერობით მხოლოდ პრესსპიკერის დონეზე გამოეხმაურნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ს განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის მოვლენებისთვის ქართველების მხრიდან ბოდიშის მოხდას ეხება.
ოსი ჩინოვნიკის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება საარჩევნო კამპანიასთანაა დაკავშირებული, ხოლო ცხინვალის დამოუკიდებლობის საკითხის ეჭვის ქვეშ არ დგას.
“ახლა საქართველოში პიკშია. კონკურენცია პარტიებს შორის გამწვავდა და [ივანიშვილის] განცხადების ტონალობა, როგორც ჩანს, მოტივირებულია საარჩევნო რბოლით”, – განაცხადა ვაზაგოვმა.
მისივე თქმით, ცხინვალი არ ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში და იგივე ელის ქართული მხარისაგანაც, არამხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული.
“ველით პრაქტიკულ ნაბიჯებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ განიხილება.
“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
მისი თქმით, “საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება”.
ამის შესახებ ივანიშვილმა გორში ილაპარაკა, სადაც “ოცნების” ლიდერები ამომრჩევლების წინაშე გამოვიდნენ სიტყვით. ივანიშვილს ვრცელ სიტყვაში ერთხელაც არ უხსენებია ს აგრესია, რომელმაც 2008 წელს ბომბები ჩამოყარა ქალაქ გორში, მათ შორის სკოლასთან, დაანგრია შენობები და მოკლა ადამიანები, თუმცა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და კვლავაც განავითარა შეთქმულების თეორია, რომ ეს ომი სხვა ძალის მიერ იყო დაკვეთილი.
“დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა.
ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.