“ვარ მახინჯი, მაქვს დიდი ცხვირი, ვცხოვრობ არეულ ბინაში, ალბათ, არაფრად ვვარგივარ…” – რას პასხუობს ნუკი კოშკელიშვილი ნეგატიური კომენტარების ავტორებს – Marao
ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
“რა გაუმართლა ბენს… 8 წელი ჩემთან. საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში… მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს.
ვხუმრობ, გამიმართლა მე! რომ მიძლებს… ისე, რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე? მართალია, ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასეა, ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა… ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ… და, მგონი, კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ”, – წერდა ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკისა და ბენის ერტი შვილი ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ნუკის საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ მუცელი მოეშალა.
როგორც ცნობილია, ნუკიმ ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი “Nuki Cosmetics” შექმნა და როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ბაზრზე გავიდა. ნუკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პროდუქტები საერთასორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, გავლილი აქვს არაერთი შემოწმება და, ამასთან, ცდილობს, რომ კოსმეტიკა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამჯერად კი ნუკი სწორედ მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც მის გარეგნობასთან ერთად, მის საქმიანობასაც ეხება:
“ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარიც უკვე აღარც ეჭვიანობს, იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ… რა გამოდის? ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?” – რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ
“რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით: ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მახინჯი ვარ. მეგობრებო, როდესაც ადამიანი არის მახინჯი, არ შეიძლება ასე თქმა, უზრდელობაა… ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით, მაქვს დიდი ცხვირი, დაბადებიდან ასიმეტრიული ტუჩი, თხელი თმა, ვცხოვრობ არეულ ბინაში, ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და, ალბათ, როგორ დედაც არ ვვარგივარ, ცოტა ხნის წინ, მუცელიც მომეშალა და, ალბათ, არაფრად ვვარგივარ…
თუ ამ კომენტარებმა ბედნიერება მოგანიჭათ, მე მიხარია, რომ ძალიან გაბედნიერდით იმ ფაქტით, რომ მე მახინჯი ვარ…
“მამა 57 წლის, დედა – 55… ასაკი მხოლოდ ციფრებია” – ნუკი კოშკელიშვილი მშობლების ფოტოებს აქვეყნებს
წარმატებებს და სიკეთეს გისურვებთ“ – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.