დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარ-კამპანიაში სახელწოდებით “ბოდიში”

ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით “ბოდიში”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობა” თავის დროზე აფხაზებს ბოდიშს უხდიდა, ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშისა და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამისბღალატად წარმოჩენა სურთ, რაც რადიკალების ორსახოვან ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.
“ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით “ბოდიში”.
კამპანიის მიზანი იყო აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა და ამ ფორმით შერიგების გზების ძიება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს ნაცმოძრაობის ორსახოვან ბუნებას. თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა მათ დაწყებულ და აღიარებულ ომზე ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ საქციელისათვის ღალატის დარქმევა სცადეს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ამ ორმაგი სტანდარტისთვისაც დასრულდებით 26 ოქტომბერს, ნაცებო.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით