ირაკლი კობახიძე – ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ახლა მთავარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.
„პირველად ვიკრიბებით, მას შემდეგ, რაც ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდა. ჩვენ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ 9,7% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და რეგიონის ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის მთავარია სწორედ ეკონომიკური ზრდის ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევისკენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ