რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მორიგი შეტევის და დაჭრილების შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება უკრაინის მხრიდან მორიგი შეტევის შესახებ იუწყება.
ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 16 სექტემბერს, ტელეგრამზე დაწერა, რომ „დილის სროლის“ შედეგად დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაზიანდა რამდენიმე სახლი.
რა ტიპის სროლა იყო, გლადკოვს არ დაუკონკრეტებია. დაახლოებით ორი საათით ადრე, ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო.
სთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი ს იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად უტევენ დრონებით და რაკეტებით. დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს