გიორგი მანველიძე: ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვით ოსს და აფხაზ ძმებს და დებს. მიწა-წყალი გაუყიდეთ, ოჯახი და სახლ-კარი დაათმობინეთ!

“ერთხელ მაინც ბოდიში მოგეხადათ, ერთხელ მაინც სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ! სული და ქვეყანა ერთად გაყიდეთ, ქართველი დედა მოკალით, ქართველი საჯიშე ახალგაზრდები ჩახოცეთ, ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვით ოსს და აფხაზ ძმებს და დებს. მიწა-წყალი გაუყიდეთ, ოჯახი და სახლ-კარი დაათმობინეთ! არავინ არ ელოდება თქვენგან ბოდიშს, ან სინანულს. ან საერთოდ იცით რას ნიშნავს სინანული და ბოდიში? არა, რა თქმა უნდა, არ იცით, იმიტომ, რომ ფულისა და ძალაუფლების მონები ხართ!

მშვიდობის გეშინიათ !
ქართველი კაცის კარგად ყოფნის გეშინიათ!
საქართველოს გამთლიანების გეშინით!
აი, ვინ ხართ თქვენ!
მშიშარა მონები ხართ!
თქვენ იმ ადამინების კატეგორია ხართ, ბატონის გარეშე უსუსურად და დაუცველად რომ გრძნობენ თავს!
საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!
საქართველო აუცილებლად ერთიანი და
ღირსეული შეაბიჯებს ოვროპაში და ამას ქართული ოცნება გააკეთებს ბიძინა ივანიშნვილთან ერთად და ქართველ ხალხთან ერთად!” – წერს სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი მანველიძე.
ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

ასევე დაგაინტერესებთ