მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის ავიადარტყმას

უკრაინელმა მაშველებმა ერთი ადამიანის გვამი იპოვეს ქალაქ ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომლის რამდენიმე სართული განადგურდა ს ავიადარტყმის შედეგად.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი 15 სექტემბერს, დღისით დაბომბეს. ქალაქის ნემიშლიის რაიონში სამძებრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაღუპულია მოხუცი ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანებულია 7 მრავალბინიანი სახლი.
ხარკოვზე მორიგი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რუსეთის „ტერორის შესაჩერებლად” თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ და ს დაეხმარონ თავის დასაცავად რუსული სამხედრო ავიაციისა და მართვადი ავიაბომბებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელების სიცოცხლე.