ღაზაში ისრაელის კიდევ 3 ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ს კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზაში აფართოებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან, ისრაელის 401 ჯარისკაცი დაიღუპა, მათგან 75 ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ