ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა

ფოთის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ინვენტარით მოეწყო ცხენების სადგომი და გასახდელები, განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა.
„სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით. განახლებული იპოდრომი ქალაქ ს მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს გაწვრთნიან პროფესიონალი მწვრთნელები.ფოთის იპოდრომი ემზადება სხვადასხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, მათ შორის, ისეთ სახეობებში, როგორიცაა კონკური, დოღი და ა.შ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ფოთის მერმა ბექა ავჭარაძემ აღნიშნა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოთელ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ სპორტულ სახეობებში.
„კვლავ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა ბექა ავჭარაძემ.