ირაკლი ჩიქოვანმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.
კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელშეწყობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მუდმივი განვითარების რეჟიმშია და ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება. მან მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებსა და მასწავლებლებს საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში მკითხველები შეძლებენ ელექტრონული და ბეჭდური წიგნებით სარგებლობას. ასევე, შექმნილია სამკითხველო სივრცე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოებისათვის.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია