სომხური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმია მიძღვნილი. ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგანია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს – პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ